Friday, March 6, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი შესრულებული პროექტები . დღე ძლიან საინტერესო იყო, მომეწონა ყველას ნამუშევარი, განსაკუთრებით ეკატერინე ძმანაშვილის ნამუშევარი.
ზოგადად კმაყოფილი ვარ ტრენინგით, ბევრი რამ ვისწავლე, გამიჩნდა სურვილი რომ კიდევ უფრო უკეთესად შევისწავლო ის საკითხები, რასაც გვთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა შემდეგ გამოვიყენო სასწავლო პროცესში.
ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, ბევრი რამ გავიგე პროექტის შესახებ რაც აქამდე არ ვიცოდი.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად დააჭირეთ ბმულს

Wednesday, March 4, 2015

მერვე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ , რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო, რადგან მივიღე ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია. რაც დამეხმარება შემდგომში მოსწავლეებთან მუშაობის დროს.
დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე, ვისწავლეთ როგორ შევქმნათ კითხვარი და გამოვაქვეყნოთ ბლოგზე. მე ეს დამეხმარება ბავშვებთან შემაჯამებელი სამუშაოს ჩასატარებლად,ამასთანავე ადვილად შევძლებ ვაწარმოო დაკვირვება პროგრესზე.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად დააჭირეთ ბმულს

Friday, February 27, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ , რომ დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო, ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა ტიპზე, შევქმენით დამხმარე შაბლონი,ვისწავლეთ ვიდეოს დადება ბლოგზე. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გამოსადეგი.

Wednesday, February 25, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დავასრულეთ მოსწავლის ნამუშევარი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.შევქმენით შეფასების რუბრიკა, მოსწავლეზე ორიენტირებული. მე ვფიქრობ, რომ  შეფასების რუბრიკა გაგვიადვილებს მოსწავლის შეფასებას.